понедельник, 22 декабря 2008 г.
ქალები ჯარში
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი უფრო აქტუალური გახდა. რუსული აგრესიით თავზარდაცემული ხალხი საქართველოს ისრაელის ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იდეაზეც ლაპარაკობს, სადაც სამხედრო-სავალდებულო სამსახურს მამაკაცებთან ერთად ქალებიც იხდიან. რამდენად აქვს საქართველოს ასეთი ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებიის პოტენციალი და უნდა გაიარონ თუ არა ქალებმა სავალდებულო სამხედრო სამსახური; უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში სამხედრო საქმე და აქვთ თუ არა ქალებს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შანსი; ჩვენი მოსწავლეები შეეცადნენ მოეძიათ მასალა რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქალების შესახებ;
გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან და ასევე ინტერვიუს ჯულიეტა გოგიძესთან (კაპრალი, საქმის მწარმოებელი):
-ისრაელი ზემილიტარისტული ტიპის ქვეყანაა. ის მუსლიმანური სახელმწიფოების გარემოცვაშია და როგორც უნიტალური სახელმწიფო, თავდაცვის საკითხებში მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს. ისრაელში მოსახლეობა ძალიან ცოტაა და ქალების ჯარში გაწვევის აუცილებლობაც ამან გამოიწვია. თითქმის ყოველდღე ხდება ტერორისტული აქტები და ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქოლოგიაზე თავისებურად მოქმედებს, ანუ თვითგადარჩენის ინსტიქტი ძლიერდება და თავდაცვისუნარიანობა იზრდება. ასეთ ვითარებაში პრაქტიკულად ყველა მოქალაქე , განირჩევლად სქესისა, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია მობილიზებული. ნებისმიერი მათგანი თავს მოვალედ თვლის, ქვეყნის სამხედრო სამსახურში იდგეს, ეს დიდ პატივად მიაჩნიათ. ასეთმა დამოკიდებულებამ მოქალაქეებში ერთგვარი სამზედრო აზროვნება ჩამოაყალიბა, რასაც ხელი ჯარში კარგი პირობების შექმნამაც შეუწყო. ვისაც სამხედრო სამსახური არ აქვს გავლილი, ცხოვრებაში წარმატებასაც ვერ მიაღწევს. როცა ქალიასეთ გარემოში იზრდება და ყალიბდება, ის უნებურად ხდება ისეთი, როგორიც ქვეყანას სჭისდება. გარდა იმისა, რომ სამხედრო სამსახური როგორც ვაჟებისთვის, ისე გოგონებისტვისაც სავალდებულოა,პრაგმარტულადაც ღირებულია.ისრაელში ქალს დედისა და ოჯახის დიასახლისობის გარდა კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია – იგი მოვალეა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში შეიტანოს თავისი წვლილი. ამ ხალხის თვითგადარჩენის ალღოს აძლიერებს იქაური იდეოლოგიაც, რომ ისრაელი ღმერთის რჩეული ქვეყანაა და აუცილებლად უნდა გადარჩეს. სულაც არ არის აუცილებელი , ისრაელელ ჯარგამოვლილ გოგონებს ავტომატი ეჭიროთ ხელში და ფრონტის წინა ხაზზე იბრძონდნენ... ისე კი ისრაელში ყოფნისას ხშირად მინახავს ავტომატიანი გოგონები და მიმაჩნია, რომ ქალს ძალიან უხდება იარაღი, მაგრამ ომის დროს მხოლოდ ვიზუალური მხარის გათვალისწინება არ არის გამართლებული.
- ბატონო ნოდარ, ქართველი ქალის ფსიქოლოგიისთვის რამდენად არის მასაღები იგივე პრინციპები?
-შეუძლებლად მიმაჩნია. ისრაელში ქალს გათავისებული აქვს, რომ ქვეყნის მშენებლობაში მასაც ტვირთი აწევს, რაც მამაკაცს. ამიტომაც იგი მოწოდებით მებრძოლია. ისინი მდგომარეობამ აიძულა, ასე ეცხოვრათ. ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე ებრელი ქალები არ იბრძოდნენ, მერე მოუწიათ.
საქართველო კი როგორც პოლიტიკურად, ისე გეოგრაფიულად სხვა ვითარებაშია. რუსეთის სახით ისეთი სახის მეზობელი გვყავს, რომ მნიშვნელობა არმიის რაოდენობას კი არა, მისი მომზადების ხარისხისა და ეფექტერიბას აქვს. ასე რომ, საქართველოში სავალდებულო-სამხედრო სამსახურში გოგონების გაქვევის აზრს და საფუძველს ვერ ვხედავ, თუმცა თუ რუსეთი დაიშალა,მაშინ,ალბათ,ქართველ ქალსაც მოუწევს თავდაცვა ისწავლოს. -ბოლო დროს რატომღაც გავრცელდა მოსაზრება, რომ ქალი ფსიქოლოგიურად მამაკაცზე ძლიერია და კარგადაც ისვრის... - ძლიერი მებრძოლი და კარგი მსროლელი ის არის, ვისაც უკეთესი სამხედრო და ფსიქოლოგიური მომზადება აქვს გავლილი,ვინც უფრო მაღალ დონეზეა გაწვთნილი . ჩემი აზრით, სამხედრო ოპერეციების დროს ქალების უპირატესობა გადაჭარბებულია. ტრადიციულად, სამხედრო სფეროში მამაკაცები იყვნენ ჩართულნი. ეს ბოლო დროს რატომღაც მოდაში შემოვიდა, ქალები ირწმუნებიან, კაცებს ყველაფერში ვჯობივართო... ქალი კაცს ბრძოლაში, სიმამაცეში, მოძრაობის სისხარტეში, ყურადღების კონცენტრირებასა და გნებავთ, სნაიპერობაში ვერც გაუტოლდება. სნაიპერული ხელოვნების მთელი არსი კარგ იარაღშია და აუკანკალდება თუ არა მსროლელს ხელი, ეს უკვე მის ბუნებაზეა დამოკიდებული. სროლისას დიდი მნიშვნელობა აქვს სნაიპერის სიმშვიდეს, რამდენად გაწონასწორებული და კონცენტრირებულია იგი. ეს თვისებები მსროლელის სქესზე კი არ არაა,მის ფსიქოლოგიურ მომზადებაზეა დამოკიდებული. სისულეეა იმის მტკიცება, რომ ქალი ბუნებით უფრო სასტიკია და მას მსხვერპლის მოკვლისას ხელი არ ანკალდება. ასეთი დებულება სამხედრო ლოგიკაში არ ბარსებობს . არსებობს რამდენიმე ფიზიოლოგიური მომენტი, რომელიც თითქოსდა შორსაა სნაიპერის პროფესიისგან,მ მაგრამ თუ დაუკვირდებით საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. საერთოდ არ გამიგონია სტატრისტიკა, რომლის თანახმადაც ქალები უკეთესი მსროლეები არიან ვიდრე მამაკაცები. უბრალოდ, არიან კარგი სნაიპერი ქალებიც. ფსიქოლოგიის მოსაზრებას არ იზიარებენ ჩვრნი შემდეგი რესპოდენტები, რომლებსაც სამხედრო საქმეში გამოცდილება აქვთ.
ჯულიეტა გოგიძე, კაპრალი, საქმის მწარმოებელი:
-მე ისეთი რეგიონიდან ვარ, გასაკვირიც კი იქნებოდა , რომ სამხედრო კარიერა არ გამეკეთებინა . არასდროს დამიკარგავს იმედი, რომ ოდესმე სამაჩაბლოს დავიბრუნებდით...
20 წლის ვიყავი, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება რომ დავაპირე, მაგრამ მშობლებმა დამიშალეს. მაშინ იურისტსა და ფორმიან ქალს ცხინვალში ცოტა სხვანაირად უცქეროდნენ. მერე მთელი 10 წელი რუსეთში, პეტერბურგში მომიწია ცხოვრებამ . შარშან კი გავიგე, რომ გორშინ ბატალიონი ყალიბდებიდა და სასწრაპოთ ჩამოვედი საქართველოში. გადავწყვიტე, თავდაცვის სამინისტროდან კონტრაქტი გამეფორმებინა., გამიმართლა, ასაკის მიუხედავად(29 წლის ვარ), ნორმატივები უპრობლემოდ ჩავაბარე. ყოვალ დილით 6 საათზე ვდგებოდით, 7 კილომეტრს გავრბოდით და აზიდვებსაც ვაკეთებდით. ისეთი მძიმე კარანტინი გავიარე, რომ ბევრს ეგონა, ვერ გაუძლებდი. ნორმატივები 12-მა ქალმა ჩააბარა და ყველა მიიღეს. ძალიან ბევრმა კი სიცივას ვერ გაუძლო, ზოგს კი ფსიქიკამ უმტყუნა. მინახავს ტირილამდე მისული მამაკაცები... თუ სამხედროს ფსიქიკა არ აქვს მყარი, მან საომარი მოქმედებების დროს, შესაძლოა, დიდი ზარალი მიაყენოს თანამებრძოლებს. ათამდე კაცის სახელსა და გვარს ჩამოგითვლიდით, ვისაც ხელ-ფეხი და გულმკერდი დავუზილე და გაყინვას გადავარჩინე... (სამედიცინო კოლეჯი მაქვს დამთავრებული).
სროლაში თბილისელმა ინსტრუქტორებმა გამოგვცადეს და ქალებმა ყველაზე კარგი შედეგი ვაჩვენეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ნებისმიერ მამაკაცზე კარგად ვაკეთებ . თუ ადამიანი ფსიქოლოგიურად არ არის ძლიერი, მას ფიზიკური მომზადება ვერ შველის.
-ჯარში წასვლამდეც ვარჯიშობდით?
- დიახ, ყოველთვის ძლიერი ვიყავი. სანამ სამაჩაბლოში ვცხოვრობდი, სანადიროდაც დავდიოდი. არც თვალს ვუჩივი და არც მიზანს. ახლაც ყველაზე სწრაფად ვშლი და ვაწყობ ავტომატს. მართალია, ბევრ კაცს არ მოსწონს ძლიერი ქალი, მაგრამ ჩემს ასეულში, გორის საინჟირნო ბატალიონში, ყველა ამბობს, რომ ამ საქმისთვის ვარ დაბადებული. შენს გვერდით თავს უსუსურად ვგრძნობთო, მეუბნებიან. ხუმრობით ჯენტლმენსაც მეძახიან. შვილი არასდროს მყოლია, მაგრამ ზოგისთვის დედა ვარ და ზოგისთვის-და...
- ქალბატონო ჯულიეტა, აგვისტოს ომში მონაწილეობდით?
- სამწუხაროდ, არა. 6-7 აგვისტოს გორში ვიყავი, საინჟირნო ტაქტიკურ ბატალიონში უნდა დავემტკიცებინეთ. დედა და და ცხინვალში მყავდა და ვერც მათ მივეხმარე გამოსვლაში. გორში ექთანის როლის შესრულებამაც მომიწია. არასდროს დამავიწყდება ის უმწეობის განცდა, როცა ავტომატით ხელში შევცქეროდი, როგორ ბომბავდა გორს რუსული ავიაცია.
- რომელიმე საბრძოლო მოქმედებებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
- მიმიღია, მაგრამ საიდუმლოა, ვერ დაგიკონკრეტებთ, სად და როდის.
ნატო მიდოდაშვილი,
25 წლის კაპრალი: - მეხუთე ქვევით ბრიგადაში ვმსახურობ. სამხედრო ფორმის ჩაცმაზე იმდენ ხანს ვოცნებობდი, რომ მზად ვიყავი, ნებისმიერი სიძნელე დამეძლია.
ცხინვალიდან დევნილი ვარ, მერე ტირძნისში დავსახლდით. ახლა ის სახლიც დავკარგეთ და გორში კარვების ქალაქში ვცხოვრობ... თუ არა მე, სხვას ვის უნდა ჩაეცვა სამხედრო ფორმა?! როცა სამშობლოს სჭირდება, ყველა ქართველი, სქესის განურჩევლად, ვალდებულია, ქვეყანა დაიცვას.
- ნატო, რამდენად რთულია ჯარისკაცური რეჟიმი ქალისთვის?
- ყველაზე ძნელი აზიდვების გაკეთება იყო, მაგრამ ახლა უკვე მეცინება ამაზე. ისე კი, როცა ამბობენ, ქალს რა უნდა ჯარშიო, სულ ის მახსენდება, როგორ წაუვიდა რამდენიმე ბიჭს გული თოვლში ვარჯიშის დროს სიცივისაგან. 50-ზე მეტმა ახალგაზრდამ კონტრაქტზე უარი თქვა. 45-დღიანი კარანტინი გვქონდა და ბევრი კაცისთვისაც კი გაუსაძლისი პირობები იყო. ოფიცრები გვეუბნეოდნენ ჯარში სამსახური ამაზე უარესი იქნებაო, მაგრამ იმ დღეების შემდეგ რა სიძნელემ, წინააღმდეგობამ და სიცივემ უნდა გამაკვირვოს ან შემაშინოს...
საინჟირნო ბატალიონში ვმსახურობ და ცხინვალის ბოლო ომში არ ვყოფილვარ, რადგან ჩვენს ბატალიონს არ მოუწია წასვლამ. თუმცა, ჩემი არჩევანის მთელი არსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში წვლილის შეტანა იყო და იმედია, ამ ოცნებას ავიხდენ. ამჯერად კი ნაღმური ველების განეიტრალება გვევალება და დღემდე იქ ვმუშაობთ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)